გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჯანმომ 300 კომპიუტერი გადასცა

12 თებერვალი 2021, 11:45 749 ნახვა

გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა. კომპიუტერებით აღიჭურვება სოფლების ამბულატორიები, პერსონალს კი  საშუალება მიეცემათ მუდმივ რეჟიმში გაეცნონ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ინფორმაცია  მიიღონ ვაქცინაციებისა და სკრინინგის შესახებ. გადაუდებელი დახმარების ცენტრი დონორი ორგანიზაციების დახმარებით 1000-მდე სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში