არ დავთმობთ ბულვარს - აქცია ამბასადორის წინააღმდეგ

12 თებერვალი 2021, 16:33 1454 ნახვა

"არ დავთმობთ ბულვარს" - ამ ბანერით, მოქალაქეებმა ძველ ბულვარში, 16 სართულიანი სასტუმრო ამბასადორის მშენებლობა დღეს კიდევ ერთხელ აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა "ბულვარის გადასარჩენად" შემუშავებული პეტიცია და მისი ხელმომწერები კოლონადებთან გამოფინეს.

"ჩვენ შევძლებთ, რომ ბულვარს შევუნარჩუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია, ცენტრალური შადრევნები, რომელიც ბათუმის გვირგვინია, სიმბოლოა და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა მისი გადარჩენა. აქცია არის ერთ-ერთი ხერხი პროტესტის გამოხატვის. ჩვენ დღეს აქ ვიხილეთ, როცა მოვედით 5 500 კაცის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, ძალიან ბევრი სოციალური კამპანია ჩატარდა და ადამიანებიც ბევრია პანდემიის ფონზე და იმედია ეს ყველაფერი იქნება სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ დაიხიონ უკან და კორუფციული სქემის განხროცეილებაზე ხელს აიღებენ"-აცხადებს "მე მიყვარს ბათუმის" წევრი გენრი დოლიძე.

ამ ფორმით მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყდეს ბულვარის ჩაბეტონება და განვითარების გეგმის მომზადებამდე კულტურული ძეგლის ტერიტორიის ფარგლებში, მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

"ხელისუფლება თავისით ფაქტია არაფერს გაიგებს, ამიტომ უნდა გავაგებინოთ. ეს არის იმ ადამიანების ხელმოწერები პეტიციაზე, რომელსაც ამ საშინელები აშენებას ეწინააღმდეგება. ხელისუფლებას ძალიან უყვარს დათვლა და მოვუტანეთ ჩვალსაჩინოდ ადამიანების სახელები და გვარები ვინც მათ მავნებლურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. არ არის აუცილებელი ადამიანი ზუსტად ფიზიკურად ამ ადგილას იდგეს, ხელისუფლება ვალდებულია ესმოდეს საკუთარი მოქალაქის ვინც ამ თანამდებობაზე დავიქირავეთ. არ აქ მნიშვნელობა საიდან აფიქსირებ შენს პოზიციას, სახლიდან, სოციალური ქსელიდან თუ აქციიდან"-განაცხადა შოთა გუჯაბიძემ

"დაიცავი ბათუმის ბულვარის" მიერ შემუშავებულ პეტიციას 5000 ხელმომწერი ჰყავს.

აქციის მოანწილეებმა მოგვიანებით ამბასადორთან გადაინაცვლეს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში