პროტესტი ბათუმის ბულვარში

12 თებერვალი 2021, 20:05 985 ნახვა

ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. ერთ-ერთი მათგანი ღობეზე გადავიდა. ,,ჰაერი, ბულვარი, სიმწვანე“ - სკანდირებდა მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ბულვარში აქცია 16:00 საათზე დაიწყო. 

მოქალაქეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყდეს ბულვარის ''ჩაბეტონება'' და განვითარების გეგმის მომზადებამდე კულტურული ძეგლის ტერიტორიის ფარგლებში, მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს უმრავლესობა თანახმაა კომპანია „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში დაწყებული მშენებლობა 16 სართულამდე გაზარდოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში