ქობულეთში გარდაცვლილი არასრულწლოვანის საქმეზე ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დავით მამისეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მედიის თანდასწრებით გამოაცხადა.
14 წლის გოგომ 9 თებერვალს სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევის შემდეგ დააკავეს ბრალდებული ვის წინააღმდეგაც ჩვენება გოგონას დეკემბრის დასაწყისში ჰქონდა მიცემული. გამოძიება სხვა შესაძლო ძალადობის საქმეზეც მუშაობს.
23 წლის ახალგაზრდას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად.