სინოდის განჩინება - შეფასებები

13 თებერვალი 2021, 15:20 720 ნახვა

თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ განჩინებას აკრიტიკებს. ამბობენ, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაცია ერთი ერთში რუსულ ნარატივს იმეორებს და აგრძელებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას რაც პირდაპირ არღვევს სახელმწიფო სეკულარიზმის პრინციპს.

დავით გარეჯზე საუბარი და პროკურატურის ვერსიის გაზიარება, თეოლოგების თქმით, ეკლესიის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს სახელმწიფოების პოლიტიკურ დონეზე განსახილველი თემაა, მითუმეტეს იმ პირობებში როცა საქმის მასალებს არ იცნობენ. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კი საპატრიარქოს ნეიტრალური პოზიცია თეოლოგების აზრით ხელს შეუშლის პანდემიის აღმოფხვრას.

რაც შეეხება გირჩის ბიბლიური თავისუფლების დაგმობის საკითხს, გოჩა ბარნოვი მიიჩნევს რომ მსგავსი რადიკალური განცხადებების გაკეთება ეკლესიას და ახალგაზრდობას კიდევ უფრო მეტად დააშორებს. განჩინებას გირჩის წევრებიც გამოეხმაურნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში