14 წლის მოზარდის საქმე

13 თებერვალი 2021, 20:25 1841 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო 14 წლის მოზარდის სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. თუმცა მხარე დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ გარდაცვლილის მიმართ ძალადობაში მისივე ოჯახის წევრები არიან დამნაშავეები. არასრულწლოვანი დღეს დაკრძალეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები სისტემის შეცდომებზე საუბრობენ, ხოლო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა კომპლექსური გამოძიება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში