შსს - პირბადის ტარების წესის დარღვევის 469 ფაქტი

14 თებერვალი 2021, 12:20 785 ნახვა

ბოლო 24 საათში  ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 570 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც  კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 469 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში