აჭარა ჭიდაობის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს ირჩევს

14 თებერვალი 2021, 15:30 1551 ნახვა

აჭარა ჭიდაობის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს ირჩევს. დელეგატებმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ერთი მოქმედი პრეზიდენტი ანზორ  ლაზიშვილია, მეორე კი ხულოს სპორტს სკოლის დირექტორი მევლუდ წულუკიძე. 

შენობაში სადაც არჩევნები მიმდინარეობს  დელეგატების გარდა მოჭიდავეებიც იმყოფებიან. ადგილი ჰქონდა სპორტსმენებსა და ანზორ ლაზიშვილს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას. ამასთან გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია, იმყოფებიან მოქალაქეებიც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში