ეიფელის კოშკს ოქროსფრად გადაღებავენ

14 თებერვალი 2021, 15:00 1064 ნახვა

პარიზის მთავარ ღირშესანიშნაობას, ეიფელის კოშკს, ფერს შეუცვლიან და ოქროსფრად გადაღებავენ. სარემონტო სამუშაოები კოშკზე 2022  წლისთვის უნდა დასრულდეს. კოშკის გადაღებვა საკმაოდ რთული პროცედურა იქნება, რადგანაც კონსტრუქციაზე ძველი საღებავების 19 ფენის მოცილება გახდება საჭირო.

ეიფელის კოშკის შესაღებად 60 ტონა საღებავი დაიხარჯება და წინასწარი გამოთვლებით, რეკონსტრუქციის სამუშაოები, დაახლოებით, 50 მილიონი ევრო დაჯდება. როგორც ფრანგული მედია წერს, ეიფელის კოშკის რესტავრაცია, 2024  წლისთვის დაგეგმილ ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში