აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ხმაურის ფონზე აირჩიეს

14 თებერვალი 2021, 18:40 1308 ნახვა

აჭარის ჭიდაობის ფედერაციას 4 წლის ვადით კვლავ ანზორ ლაზიშვილი უხელმძღვანელებს.

კენჭისყრა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, ვინაიდან კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე პრეზიდენტობისთვის მებრძოლმა ერთ-ერთმა კონკურენტმა კანდიდატურა მოხსნა. მას მხარს სპორტსმენების დიდი ნაწილი უჭერდა. ისინი შენობის გარეთ იყვნენ მობილიზებული.

მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციაც. ინციდენტებს ადგილი არ ქონია. თუმცა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სპორტსმენებს ზაურ ლაზიშვილთან არჩევნების დაწყებამდე ქონდათ.

მას შემდეგ რაც ზაურ ლაზიშვილი სპორტსმენებს მოთხოვნის მიუხედავად არ შეხვდა, სპორტმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება და თქვეს, რომ აჭარის სახელით აღარ იასპარეზებენ.

მათი თქმით, მსჯელობა გაგრძელდება თუმცა ზაურ ლაზიშვილს ფედერაციის პრეზიდენტად არ აღიარებენ. ლაზიშვილი კი ამბობს, რომ მან სპორტსმენებს ყველაფერი გაუკეთა რისი რესურსიც აქვს ფედერაციას.

დღეს მხარეებს შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი. თუმცა მისი ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში