რეკომენდაციები მეორე ტურის წინ

29 ოქტომბერი 2016, 00:00 3133 ნახვა

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო ” კენჭისყრის პროცესში ჩართულ მხარეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს მუშაობაში და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება შეუფერხებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. ამასთან, საარჩევნო კომისიების წევრებს კიდევ ერთხელ მკაფიოდ განემარტოთ არჩევნების წარმართვის წესები და პროცედურები.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა” მნიშვნელოვნად მიიჩნევს დარღვევებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებასაც. 

ამავე კატეგორიაში