ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი დაკრძალეს

14 თებერვალი 2021, 20:23 5190 ნახვა

ბათუმში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი დაკრძალეს. ბათუმის საკათედრო ტაძარში ოჯახს დაღუპულის კოლეგებმა და მეგობრებმა მიუსამძიმრეს. პანაშვიდზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 25 წლის თორნიკე კიპაროიძე გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე შეიარაღებულ ძალებში ავღანეთის ბაზაზე მსახურობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში