ბათუმის "იაფი სახლის" ბინებში რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შეიჭრა

14 თებერვალი 2021, 21:33 11258 ნახვა

ბათუმის მერიის, სოციალური პროექტის "იაფი სახლის" ბინებში დაახლოებით 45 ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი არ აქვთ, რის გამოც ბინებში საცხოვრებლად შეჭრა გადაწყვიტეს. მათი ძირითადი ნაწილი ეკომიგრანტები არიან. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, რომლებიც სთხოვენ მოქალაქეებს შენობის დატოვებას. თვითნებურად შესახლებულები კი, ჯერჯერობით შენობის დატოვებას არ აპირებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში