საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

15 თებერვალი 2021, 10:52 944 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 9 197 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 208, პისიარტესტით – 2 989.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 6, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში