თვითნებურად შესახლებულებს “იაფი სახლი” სახლის ტერიტორია დაატოვებინეს

15 თებერვალი 2021, 11:52 1447 ნახვა

"იაფი სახლის" ბინებში თვითნებურად შეჭრილ 45 ოჯახს შენობა დაატოვებინეს. აცხადებენ, რომ ღია ცისქვეშ არიან და ამიტომაც გადაწყვიტეს საცხოვრებელ კორპუსში შესახლებულიყვნენ. მათი ძირითადი ნაწილი ეკომიგრანტია, თუმცა ამ სოციალური პროექტის ფარგლებში ბინები არ ეკუთვნით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოსახლეობამ კანონი დაარღვია, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში