მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს

15 თებერვალი 2021, 12:30 1127 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. მირქმა  12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, ახალშობილი მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ.  სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში