ვფიქრობთ თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ - გაბუნია 

15 თებერვალი 2021, 12:30 825 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თებერვლის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროგრამის დაწყება.

თამარ გაბუნიას თქმით, „კოვაქსიდან“ საქართველომ ვაქცინის 400 000 დოზა უნდა მიიღოს, ხოლო დანარჩენი –  ორი მილიონ ნახევარი დოზა სხვა მექანიზმებით უნდა იქნას მოძიებული. 

„ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები. მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ.

სოლიდარული და თანაბარი პრინციპიდან გამომდინარე, შეიქმნა „კოვაქსის“ პლატფორმა. ჩვენთის მთავარი მექანიზმი ეს პლატფორმაა, თუმცა ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება.

„კოვაქსი“ არის მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოზაზე, ანუ დაახლოებით 400 000 დოზაა, რომელიც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის. დანარჩენი ორი მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ. ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში