მსოფლიოში COVID 19-ის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 თებერვალი 2021, 12:42 804 ნახვა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 300 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“ 108.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 7 ათასს 776 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში