მნიშვნელოვანია დაკვირვება სკოლებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად - ამირან გამყრელიძე

15 თებერვალი 2021, 12:58 802 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შესამჩნევად სტაბილურდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, დიდ ქალაქებში უნდა მოხდეს სკოლებზე დაკვირვება, რადგან მობილობა გაზრდილია. 

„ინციდენტობა, 7-დღიანი, 14-დღიანი, დადებითობის  მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ყოველდრიური სიკვდილიანობა, ყველა ეს ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ყოველდღიურად მაინც 300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. არ არის 5 000 შემთხვევა, ანუ ათჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ ყველა რეკომენდაცია გასათვალისწინებელია. 

განსაკუთრებით ახლა, მნიშვნელოვანია დაკვირვება, დიდ ქალაქებში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით . მოგეხსენებათ, ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში