„გირჩის“ ლიდერებმა ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს

15 თებერვალი 2021, 13:39 707 ნახვა

„გირჩის“ ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა დატოვეს.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, რომ „მიშას თამაშს თამაშობენ“.

„ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი ,,მიშას თამაშს თამაშობენ''. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, ,,მიშას თამაშის თამაში''. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ ,,მიშას თამაშში'' ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვინდოდა და ფაქტობრივად ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა ის იყო სამართლიანი. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე“ - განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„ნამდვილად აზრთა სხვადასხვაობაა. რამდენიმე კითხვა დავუსვით ჩვენს კოლეგებს, როგორც ჩანს, ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, საუბარი არ ისურვეს და ჩვენ ვერ დავინახეთ აზრი,რომ დავრჩენილიყავით. კითხვები ეხებოდა ნიკა მელიას საქმესაც, რა გეგმა ჰქონდათ, თუ ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები, რას ვაკეთებდით, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, გვქონდა სხვა შეკითხვებიც, რომელიც ეხება ჩვენთან მიმართებაში ურთიერთობას სხვა ოპოზიციური პარტიების. ჯამში, როგორც ჩანს, ამ ხალხს არ შეუძლია ლაპარაკი. ისინი არც ეთერში სხდებიან ჩვენთან ერთად. მოვედით და აქაც ვერაფერი გვითხრეს“, – განაცხადა ვახტაგ მეგრელიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში