აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძეგლების საბჭოს წევრად შოთა გუჯაბიძე წარუდგინეს

15 თებერვალი 2021, 18:06 1076 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრობის კანდიდატად ისევ შოთა გუჯაბიძე წარადგინეს.

ძეგლების საბჭოში  შოთა გუჯაბიძეს  რეკომენდაციას უწევენ: საერთაშორისო ორგანიზაცია “ICOMOS საქართველო”, "საზოგადოება ბათომი", "საქართველოს ლურჯი ფარი","ტფილისის ჰამქარი" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია''.

ახალი წესის მიხედვით, ერთი კვოტა საბჭოში კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ შოთა გუჯაბიძის კანდიდატურის შესახებ ოფიციალური განცხადება სააგენტოში ჯერ არ შესულა. მათივე განმარტებით საკითხზე კომენტარი განცხადების შესვლის შემდეგ გაკეთდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ძეგლების საბჭოს წევრს შოთა გუჯაბიძეს უფლებამოსილება 22 იანვარს შეუწყვიტა.

ზაურ ახვლედიანმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შოთა გუჯაბიძე სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში