საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

16 თებერვალი 2021, 10:49 1347 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა  კიდევ 14 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,6%, ბოლო 14 დღის – 2,9%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 259 228 გამოჯანმრთელდა, 3 377 კი, გარდაიცვალა.

ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში