აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 თებერვალი 2021, 11:20 771 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 60 პაციენტი. 

 ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში 152 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 38,  ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პირი.

კლინიკურსასტუმროებში 102 პაციენტი მკურნალობს,  საკარანტინო სივრცეებში კი მოთავსებულია  44 მოქალაქე. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 112 პირი, აჭარაში - 609.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში