საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის შეთანხმება

16 თებერვალი 2021, 11:49 792 ნახვა

საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდ პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ძალაში პირველი აპრილიდან შევა. მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში