ხელვაჩაურში მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ და შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

16 თებერვალი 2021, 13:48 1671 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სოფლებში სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენაა. სწორედ ამ მოთხოვნით მძღოლები და სოფლის მოსახლეობა დღეს, ხელვაჩაურის მერიასთან შეიკრიბა.

მათი თქმით, უმუშევრობამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა, ასევე გართულებულია გადაადგილება. მოსახლეობა ვერ ახერხებს ქალაქში ჩასვლას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ხელი ეშლებათ მოსწვალეებსაც და ხშირად სკოლის გაცდენა უწევთ. განმარტავენ, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი მიკროავტობუსებზე იყო დამოკიდებული.

აქციის რამდენიმე მონაწილე, ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ, მათ დაჰპირდნენ, რომ ორშაბათამდე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება, მძღოლები დაუმორჩილებლობის გამოცხადებასაც გეგმავენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში