ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი 16 საათზე ჩაინიშნა

17 თებერვალი 2021, 11:34 785 ნახვა

შეეფარდება, თუ არა ნიკა მელიას პატიმრობა? - ზუსტად 4 საათში დაიწყება სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში.სასამართლო გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. უწყება მის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლოში მისვლას არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში