დაკავება მედიაჰოლდინგ „კვირას“ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით

17 თებერვალი 2021, 11:37 839 ნახვა

პოლიციამ დააკავა ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლა, ძალადობის მუქარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიების თანახმად, მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობისთვის, მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღები ჯგუფის წევრებს მათთვის უცნობი პირები თავს დაესხნენ რეპორტაჟის მომზადების დროს. გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში