ბრალდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდაზე და მერიის პოზიცია

17 თებერვალი 2021, 12:23 1495 ნახვა

ხულოში მოქმედი ე.წ. ,,თავისუფლების კვარტალის“ წარმომადგენელი ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაში ადანაშაულებს.მინდია ადაძე  2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე  დაყრდნობით ამბობს, რომ  მერიამ საკუთარი ხარჯებისთვის გაცილებით მეტი თანხა გაითვალისწინა, ვიდრე სოციალური პროექტებისთვის. ხულოს მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. წერილობითი განმარტება მოგვაწოდეს, რომელშიც აღნიშნულია, „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოების საქმიანობის დაფინანსება გასულ წელთან შედარებით არ გაზრდილა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით, 2021 წელს მერიაში დაემატა ორი ახალი სოციალური პროგრამა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში