უამინდობას აშშ-ში 23 ადამიანი ემსხვერპლა

17 თებერვალი 2021, 12:26 775 ნახვა

თოვლი და ძლიერი ქარბუქი ფიქსირდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში - 23 ადამიანი ემსხვერპლა დიდთოვლობას შეერთებულ შტატებში. მილიონობით ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ტეხასში. მსხვერპლი მოჰყვა ტორნადოს ჩრდილოეთ კაროლინაშიც. უამინდობის გამო ზოგიერთ შტატში შეჩერებულია ვაქცინის მიწოდება. დიდთოვლობაა თურქეთშიც. სტამბოლში ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევს. მოყინული გზების გამო გადაკეტილია მაგისტრალები. 5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა კონიის პროვინციაში მოყინულ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. წელს უჩვეულო დიდთოვლობა ფიქსირდება საბერძნეთშიც. ჰაერის ტემპერატურა მინუს 19 გრადუსამდე დაეცა ქალაქ ფლორინაში. უამინდობის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში