მსოფლიოში COVID 19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა

17 თებერვალი 2021, 12:37 793 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 16%-ით შემცირდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა. ჯანდაცვის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ზედიზედ მეხუთე კვირაა მცირდება. მისი თქმით, გასულ კვირას, 4 იანვრის კვირასთან შედარებით, ინფიცირებულების რაოდენობა თითქმის განახევრდა. ამ დროისთვის კი მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 22.7 მილიონია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში