ესპანეთში საპროტესტო აქციებზე დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

17 თებერვალი 2021, 15:52 669 ნახვა

30 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი ესპანეთის ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციებისა და შეტაკებების შედეგად. აქციის მონაწილეები რეპერის პაბლო ასელის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ.კატალონიის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში რადიკალები გამოვიდნენ, ისინი ნაგვის კონტეინერებსა და მოპედებს აბრუნებდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ, პოლიციას სხვადასხვა სახის საგნებს ესროდნენ.პოლიციამ მათ დასარბევად რეზინის ხელკეტები და ტყვიები გამოიყენა. პოლიციასთან შეტაკება მოხდა ვალენსიაშიც. დაშავებულია 17 ადამიანი. მომიტინგეები დაშავდნენ ბარსელონაში, ლეიდეში, რეუსსა და ჟირონაშიც. დაშავებულთა შორის სამართალდამცველებიც არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში