სასამართლო პროცესი ნიკა მელიას საქმეზე

17 თებერვალი 2021, 18:10 1025 ნახვა

ორ საათზე მეტია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, ეს შიშით იქნება ნაკარნახევი. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკუთარ გეგმებზე მედიასთან არ საუბრობს.

სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში