სასიამოვნოა, რომ დავინახეთ სრული მზადყოფნა და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა - თურნავა

17 თებერვალი 2021, 21:23 914 ნახვა

რესტორნების წამომადგენელბსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრ შორის შეხვედრა შედგა. კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ იმ ეტაპისთვის, როდესაც რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ, განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობის თვალსაზრისით, უკვე გახსნილია საკმაოდ ბევრი სფერო, გარკვეული პერიოდია საჭირო იმაზე დასაკვირებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეპიდვითარებაზე სკოლების, ტრანსპორტის, სავაჭრო ინდუსტრიისა და ბაზრობების გახსნა.

ნათია თურნავას განმარტებით, თუ ყველაფერი კონტროლქვეშ იქნება არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოზე უკვე რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე მოხდეს მსჯელობა

„კარგად მოგეხსენებათ, რომ შარშან ზაფხულში სწორედ ასეთი ხალხმრავალი ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ეპიდვითარების გაუარესების. სასიამოვნოა, რომ დავინახეთ მათი მხრიდან სრული მზადყოფნა და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა. პირიქით, აქეთ მოგვიწოდებდნენ რესტორნები, რომ კონტროლი უფრო მეტად გავამკაცროთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ასევე თხოვნით მიმართა მეიჯარეებს, რომ ნუ შეუქმნიან პრობლემებს იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები. „ეს ინდუსტრია ძალიან მალე სრულყოფილად ამოქმედდება, ფეხზე დადგება და მათზე უკეთესი დამქირავებლები, მერწმუნეთ, არ გეყოლებათ. აქედან გამომდინარე, ვთხოვ მეიჯარეებს ასევე მოთმინებით მოეკიდონ და ნუ შეუქმნიან პრობლემებს იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი სწრაფად აღდგენადი ბიზნესია“, - განაცხადა სარესტორნე ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში