სარფში მოძრაობა ორმხრივად აღდგა

29 ოქტომბერი 2016, 00:00 2866 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე  გადაადგილება ორმხრივად  აღდგენილია. ამ დროისთვის მოქალაქეები საზღვრის ორივე მხარეს საპასპორტო კონტროლს  უპრობლემოდ გადიან. 3-დღიანი შეფერხების გამო, შექმნილია სატვირთო ავტომობილების რიგი. შემოსავლების  სამსახურში განმარტავენ, რომ შეფერხება საბაჟოს  თურქულ მხარეს კომპიუტერული სისტემის  დაზიანებით იყო გამოწვეული. ამ დროისთვის  პრობლემა უკვე  აღმოფხვრილია.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში