ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

18 თებერვალი 2021, 14:05 1172 ნახვა

გაზმომარაგებაში შეზღუდვებია. ხელვაჩაურში, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აჭარის მაუწყებელი ''სოკარ-ჯორჯია გაზს'' დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ თოვლისა და უამინდობის გამო ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა. 

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ. 

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში