"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" - საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

18 თებერვალი 2021, 15:57 842 ნახვა

"არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს" - ამ ბანერით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"ეს არის მდუმარე აქცია. გახარიას გადადგომა არ უშველის ამ საქმეს, ჩვენ მივაღწევთ და ბოლომდე მივიყვანთ, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ნიკა მელიას უკანონო განაჩენსაც აპროტესტებენ.

"ყველანაირ როტაციას, რომელსაც აწარმოებს ეს მთავრობა, მათ ყველა ნაბიჯს გავაპროტესტებთ. ასევე ვაპროტესტებთ ნიკა მელიას უკანონო განაჩენს"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდი შეხვედრებზე სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში