დღეს საქართველო მეოთხედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება

19 თებერვალი 2021, 11:14 1037 ნახვა

როტერდამში გრძელდება წყალბურთში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფში გასვლა შეძლო, მეოთხედფინალში კი ქართველ წყალბურთელებს მეტოქედ ძლიერი ხორვატიის ეროვნული ნაკრები შეხვდა.

ხორვატებმა ''ბ'' ჯგუფში 5 დან 4 შეხვედრა მოიგეს და  ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს. ბოლო ტურში ხორვატიის ნაკრებმა გერმანია 22:8 დაამარცხეს.

ეს გუნდები საქართველოსა და ხორვატიის დაპირისპირება დღეს 21:00 საათზე დაიწყება. 

ერთმანეთს ისტორიაში ერთხელ 2016 წელს ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდნენ და ის მატჩი ხორვატიამ 17:3 მოიგო.

გამარჯვების შემთხვევაში დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი საქართველო ნახევარფინალში მონტენეგორსა და მასპინძელ ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ოლიმპიურ ლიცენზიას სულ სამი ნაკრები, ორი ფინალისტი და ერთი მესამე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში