ქობულეთის ბაღებში ხვალიდან სასურსათო პროდუქტების გაცემა იწყება

19 თებერვალი 2021, 15:28 1253 ნახვა

ხვალიდან  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ბავშთა ბაღებში, იანვარ-თებერვლის  სასურსათო კალათების გაცემა იწყება. პროდუქტს 2 ატას 320 აღსაზრდელი მიიღებს. როგორც ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, ერთი სასურსათო კალათის ღირებულება გაიზარდა და მიმდინარე წელს, 80-ლარს შეადგენს.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბაღების კვებითი ხარჯებისთვის მილიონ  ათას 440 ათასი ლარია გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში