ავარია წყლის მილსადენზე

19 თებერვალი 2021, 20:02 2413 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილის გამო, გრიბოედოვის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და გორგილაძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთებში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად დილისთვის აღუდგება.

„ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ დაზიანების გამომწვევ მიზეზს კომისია შეისწავლის, ასევე კომისია იმსჯელებს ზარალის საკითხზეც.

წყლის ამოფრქვევის შემდეგ დაზიანდა  ინფრასტრუქტრა, რამდენიმე ავტომობილი და  ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მინები ჩაიმსხვრა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში