აქციის დროს დაკავებული ''ლელოს" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

19 თებერვალი 2021, 21:18 1007 ნახვა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული პარტია "ლელოს“ ხუთივე წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა უკვე დატოვეს.

ცოტახნის წინ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტია "ლელოს" ლიდერები საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე და პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს.

ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში