შსს: კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი

20 თებერვალი 2021, 12:09 854 ნახვა

ბოლო 24 საათში  ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 462 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 368 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში