66:92- საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

20 თებერვალი 2021, 13:38 1081 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით მე-5 მატჩი ევროპულ გრანდ სერბეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 66:92 დამარცხდა. 27 ქულით მატჩის ბომბარდირი სერბი ფილიპ პეტრუშევი გახდა, ხოლო ჩვენს გუნდში გამორჩეული გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

ამ გამარჯვებით სერბებმა ევრობასკეტის საგზურის გაფორმება მოახერხეს, საქართველო კი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია და მთავარ ევროპულ ფორუმზე თამაში განაღდებული აქვს. მიუხედავად ამისა, ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს თბილისში ფინეთის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს.

საქართველოსა და სერბეთის მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნი მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილთან, ანა ანწუხელიძესთან ერთად შეასრულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში