გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა -ლიდერები სტრატეგიაზე მსჯელობენ

20 თებერვალი 2021, 15:30 849 ნახვა

ამ  წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაერთიანებული ოპოზციის შეხვედრა მიმდინარეობს, ლიდერები 25 თებერვალს დაგეგმილი მასშტაბური აქციის გეგმას განიხილავენ, მსჯელობენ სამომავლო სტრატეგიაზე. ხელისუფლების  ოპონენტები ირწმუნებიან, რომ კომპრომისზე  წასვლას არ აპირებენ და ხელისუფლებას მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას სთხოვენ.

მას შემდეგ რაც ოპოზიციის წარმომადგენლები საერთო გეგმაზე შეჯერდებიან დღეს უკვე მეორედ შეხვდებიან ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სტრატეგიას  გააცნობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში