თებერვალი სრულდება, ვაქცინა ისევ არ ჩანს

20 თებერვალი 2021, 20:20 761 ნახვა

საქართველოში როდის დაიწყება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია - მთავრობის დაპირებით, СOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას ქვეყანა თებერვლის ბოლომდე  მიიღებდა, თუმცა დაპირების შესრულებამდე 8 დღეა დარჩენილი და ამ დრომდე უცნობია როდის მიიღებს ქვეყანა ფაიზერის ვაქცინის 30 ათასამდე დოზას.

დავით ზალკანიანი, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ  არის დიდი შესაძლებლობა, საქართველომ „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა მიიღოს ვაქცინის მნიშვნელოვანი რაოდენობა და ამ მიმართულებით შედეგი ქვეყანას უახლოეს დღეებში ექნება.კორონავირუს ბოლო 24 საათში კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩატარებული 18 015 კვლევიდან კი კოვიდ-19  396 შემთხვევაში დადასტურდა. მათგან ინფიცირებულებს შორის 8 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში. ბოლო დღე ღამეში  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში