აშშ-ის საელჩო: ქართველი ხალხი კონსტიტუციაში განმტკიცებული ღირებულებებით უნდა გაერთიანდეს

21 თებერვალი 2021, 12:35 900 ნახვა

ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში.ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საქართველოს,- ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს ულოცავს.

საელჩოს განცხადებაში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც.ნათქვამია, რომ არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში