შსს: 30 წლის კაცმა სტუმრად მყოფი 10 წლის ბავშვი გააუპატიურა, ძალადობდა ცოლსა და შვილებზე

21 თებერვალი 2021, 15:10 2661 ნახვა

ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, კახეთში 1 ადამიანი დააკავეს -  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ძალადობდა არასრულწლოვან შვილებზეც.უწყების ცნობით „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში