საქართველოს კალათბურთის ნაკრები ფინეთს მასპინძლობს

21 თებერვალი 2021, 15:00 896 ნახვა

დღეს  საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო საკვალიფიკაციო მატჩს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი  თბილისის სპორტის სასახლეში 19:00-ზე დაიწყება.ფინეთის წინააღმდეგ ბოლო  დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში  საქართველო  ტურნირს პირველ პოზიციაზე  დაასრულებს. 

დღევანდელ შეხვედრაში ტრამვის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ეროვნული გუნდის ნატურალიზებული წევრი კონერ ფრენკამპი. ცნობისთვის, ევრობასკეტ 2022-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა და ფინალური ეტაპის საგზური ჩვენს გუნდს უკვე გარანტირებული აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში