რეგულაციებით დაზარალებულები შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ

21 თებერვალი 2021, 18:10 989 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. რესტორნებში დახურულ სივრცეში იკრძალება სტუმრების მიღება, დაკეტილია ზამთრის კურორტები, არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მოქმედებს კომენდანტის საათი.

სწავლა კი უნივერსიტეტების აუდიტორიებში ჯერ არ განახლებულა.მოძრაობა "სოცაფეთქებამ", შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გამართა. რეგულაციებით დაზარალებულმა სატრანსპორტო კომპანიებმა და ტურ-ოპერატორებმა მსვლელობა მოაწყვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში