პირველი კონსტიტუცია 100 წლისაა

21 თებერვალი 2021, 19:58 1026 ნახვა

ზუსტად ასი წლის წინ დამოუკიდებელმა საქართველოს რესპუბლიკამ პირველი კონსტიტუცია მიიღო და ეს მაშინ, როცა ჩვენი შეიარაღებული ძალები წითელ არმიას ებრძოდა. 149 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტში ასახული იყო ისეთი ღირებულებები, რომლებიც ახლანდელ დიდ დემოკრატიებსაც არ ჰქონდათ მიღებული.

მასში გათვალისწინებული იყო ადამიანის თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება, რომლებიც დღეს დემოკრატიის მონაპოვრად ითვლება, სამწუხაროდ 4 დღის შემდეგ წითელ არმიამ შეძლო საქართველოს ოკუპაცია და კონსტიტუცია ისტორიად იქცა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში