შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას მივიღებთ - ირაკლი ღარიბაშვილი 

22 თებერვალი 2021, 13:30 2479 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების ნაწილი მიმდინარე კვირას მოიხსნება, მანამდე კი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით მოხდება. 

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატებმა ჰკითხეს, იგეგმება თუ არა რეგულაციების შემსუბუქება და სხვადსხვა სფეროების გახსნა. მათ შორის საუბარი იყო ბაღებზე, ზამთრის კურორტებზე, რესტორნებზე, ასევე თეატრებსა და მუზეუმებზე. 

''რამდენიმე კითხვას გავაერთიანებ და ერთდროულად გიპასუხებთ. რეგულაციების შემსუბუქება, ზამთრის კურორტების გახსნა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა და სხვა. ამ კვირაში ვაპირებთ და უკვე ვისაუბრეთ გუნდთან, გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენს მიერ დაყენებული საკითხებიდან  ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ 80% გადაწყვეტილი იქნება და ეს შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება. რა თქმა უნდა მჭიდრო კოორდინაციით და რეკომენდაციების გათვალისწინებით'' - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში